Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

 

kabnotes_previewსაუბარი მუსიკაზე მეცნიერ-კაბალისტთან, პროფესორ ლაიტმანთან ერთად

5 სექტემბერი 2005 წ.

კაბალისტი, რომელიც უმაღლესი სამყაროების შეგრძნებას იწყებს, სხვა განზომილებაში გადადის. მის წინაშე მთელი სამყარო თავისი სრული სილამაზითა და სიმდიდრით იშლება. ეს ისეთი რამეა, რაც ამქვეყნად არ არსებობს. ის აღიქვამს სრულიად განსხვავებულს - ძალებს, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავს ჩვენი სამყარო, სულებს, სხეულების გარეშე. მომავალი, წარსული და აწმყო მის წინაა აწმყოში, ის არსებობს მასში, აღივსება მარადისობით, სრულყოფილების განცდით და გრძნობს, რომ თავის თავში სამყაროს სრულ ქმნილებას მოიცავს.

შეუძლებელია ამ განცდის სიღრმის  სიტყვებით გადმოცემა. თავის წიგნებში კაბალისტები გვაძლევენ მხოლოდ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება რეალობის ამგვარ გახსნამდე, ასეთ შეგრძნებამდე, ასეთ შთაბეჭდილებამდე  მისვლა. ისინი წერენ იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ საკუთარ თავში საკუთარი ძალებით, სურვილებით, ეკრანებით, ”რეშიმოებით”-ყველაფერ იმით, რაც ადამიანის სულის სიღრმეშია:  „გააკეთე ასეთი ქმედებები და შეიგრძნობ...” მაგრამ რას შეიგრძნობს ადამიანი, ისინი არ ამბობენ, იმიტომ, რომ შეგრძნებების გადმოცემა შეუძლებელია.

ჩვენს სამყაროშიც ზუსტად ასეა - თუ მე მსურს, რომ ვინმეს შევთავაზო:  „გასინჯე და ნახავ რაც არის!”- მწარეა თუ ტკბილი, ასეთი თუ ისეთი, მე მხოლოდ მივანიშნებ რაც შეიძლება შეიგრძნოს, ან რა გზით მივა შეგრძნებამდე, მაგრამ თვითონ შეგრძნებას, როდესაც იგი აღივსება, განიცდის მხოლოდ თვითონ და სხვა არავინ.

ამიტომ, კაბალისტისათვის ძნელია იმის გადმოცემა, თუ რას განიცდის, რასთან აქვს შეხება, რა იხსნება მის წინაშე, რას წარმოადგენს დაფარული სამყარო. არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება, რომელიც სულიერი განცდის არმქონე ადამიანებს, თუნდაც ოდნავ მაინც მიანიშნებს ან მიახლოვებით აღუწერს თუ რა შთაბეჭდილებას ღებულობს, რა აღტაცებაში მოდის ადამიანი, რომლის წინაშეც იხსნება სულიერი სამყარო... და ეს საშუალება ბგერებია.

მაგრამ არც ბგერებს შეუძლია ამ შთაბეჭდილების ზუსტად გადმოცემა, რაგდანაც ჩვენ არა გვაქვს ზუსტად ისეთივე  სურვილები, აღქმის იგივე ორგანოები და შინაგანი განსაზღვრებები, როგორიც უმაღლესი სამყაროს აღქმაში მყოფ კაბალისტს გააჩნია. მიუხედავად ამისა, ბგერები მაინც ახდენენ ჩვენზე გარკვეულ შთაბეჭდილებას და უმაღლეს სამყაროსთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევენ.

ამიტომაც, კაბალისტები სტატიებისა და ძალიან ღრმა, რთულ ნაშრომებთან ერთად ქმნიან მუსიკას, მელოდიას. ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ კაბალისტის აღქმა გადმოიცეს მოკლედ, პირდაპირ, გულიდან გულში, ბგერების მეშვეობით, უსიტყვოდ - ისე, რომ ამ ბგერებმა ადამიანის გულში შეაღწიონ და რამენაირად შეცვალონ, განაწყონ იგი უმაღლესი სამყაროს აღქმისათვის.

ნებისმიერ ჩვენთაგანშია სული. კაბალისტის სული სწორად აწყობილ მუსიკალურ ინსტრუმენტს წააგავს, რომელიც სწორად ჟღერს და სწორად აღიქვამს, როგორც ”დავითის ვიოლინო”. ეს არ არის ჩვეულებრივი ვიოლინო, როგორსაც ნახატებში გამოსახავენ, ის კაბალისტის სულის შინაგანი ნაწილია. მისი მეშვეობით იგი ამგვარად აღიქვამს რეალობას და გადმოგვცემს ბგერების ფორმით. ამიტომ, შეძლო დავით მეფემ და დაგვიწერა ფსალმუნების წიგნი, რომელიც მთლიანად შედგება უმაღლესი სამყაროსგან მიღებული შთაბეჭდილებებისაგან.

ჩვენ უზარმაზარი საჩუქარი გადმოგვეცა თანამედროვეობის უკანასკნელი უდიდესი კაბალისტის, რაბ იეჰუდა ლეიბ ალევი აშლაგის, იგივე ბაალ სულამისაგან. მას ფსევდონიმი ბაალ სულამი ”ზოჰარის” წიგნზე გაკეთებული ამავე სახელწოდების (”სულამ” -კიბე) კომენტარების გამო ეწოდა. მან თავისი მელოდიებით უმაღლესი სამყაროს თითქმის ყველა საფეხური და ყველა შეგრძნება გამოხატა.

როდესაც უსმენ ამ მელოდიებს, უმაღლესი რეალობის ჭეშმარიტ აღქმას, სულიერ სამყაროს უახლოვდები. უსმენ და ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდები და თითქოსდა შედიხარ უმაღლეს  სამყაროში. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არ არის დამარაგებული შინაგანი განსაზღვრებები, მას იღებ სწავლის პროცესში, საუბრების დროს. მაგრამ ნებისმიერი ადამიანისათვის, მიუხედავად იმისა, რამდენი იცის და რამდენი ხანია რაც შეისწავლის კაბალას, ბგერები ყველაზე მოკლე, პირდაპირი და მარტივი საშუალებაა სულიერების განცდისათვის.

უმაღლეს სამყაროში კაბალისტი განიცდის როგორც კარგ, ასევე ნაკლებად სასიამოვნო მდგომარეობას, უარყოფითი და დადებითი ძალების ზემოქმედებას. ის იმყოფება ამ ძალებს შორის, მართავს მათ და იმყოფება მათი მართვის ქვეშ - ეს სინამდვილეში იმას წააგავს, რასაც ჩვენ აღვიქვამთ ჩვენს სამყაროში. და ყველა ეს მდგომარეობა კაბალისტმა მელოდიების მეშვეობით გადმოგვცა.

 

ამიტომაც, ზოგი მელოდია თითქოსდა სევდიანია, ზოგიც უფრო მხიარული. სინამდვილეში ის ასე ესმის ჩვენს ყურს. როდესაც კაბალისტი ისმენს ამ მუსიკას და აღიქვამს ამ დროს წარმოქმნილ სურათებს, მხოლოდ აღტაცებას განიცდის.

შესაძლოა ბგერები ნაღვლიანია და მელოდია სევდიანად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ის არ არის სევდიანი, იგი სინამდვილეში აღმაფრთოვანებელია. იგი მხოლოდ ჩვენს ბგერით აღქმაში გვეჩვენება სევდიანად, თითქოსდა ადამიანს, რომელმაც ეს მელოდია შექმნა, რაღაც არ ჰყოფნის. ჩვენ ასე იმიტომ გვეჩვენება, რომ ჩვენს სამყაროში ჩვენ ვიყენებთ ბგერებს, ნოტებს, სისავსის უკმარისობას, ჭურჭელს და არა სინათლეს, რომელიც მას უნდა ავსებდეს. და ამიტომაც, ჩვენ მხოლოდ სურვილს ვგრძნობთ და არა სინათლეს.

მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანი უსმენს ამ მუსიკას, ის ნელ-ნელა უახლოვდება მდგომარეობას, როდესაც მისი სულიერი ჭურჭელი ივსება სინათლით და მაშინ ის იწყებს ისეთივე შინაგანი განცდების შეგრძნებას, როგორსაც კაბალისტი.

მე ნებისმიერ ჩვენგანს ვუსურვებ განეცადოს ის უზარმაზარი სივრცეები, შეგრძნებები, მთლიანად უმაღლესი სამყარო, შემქმნელი, ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც სულს ავსებს იმ 125 სიმღერით, რომელიც ფსალმუნების წიგნშია. რაბი იეჰუდა აშლაგი-ბაალ სულამი ფიქრობდა ჩვენზე. მას სურდა, რომ ჩვენ მივახლოვებოდით ამ მდგომარეობას და ამიტომაც დაგვიტოვა თავისი მელოდიები. მაშ, მოდით მოვუსმინოთ მათ და ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ეს მელოდიები უმაღლეს სამყაროში შეღწევის საშუალებაა.

 

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია