Kabbalah.info - Kabbalah Education and Research Institute

კაბალის შესწავლის გზები

phpThumb_generated_thumbnailjpg_10

დისტანციური სწავლება

კაბალის საერთაშორისო აკადემია უფასოდ  სთავაზობს ყველა მსურველს კაბალის ღრმად შესწავლას ინტერაქტიული დისტანციური კურსების საშუალებით. სასწავლო კურსი მოიცავს კაბალის და სხვა მეცნიერებების შედარებით ანალიზს, მეცნიერებისა და კაბალისტების შეხედულებებს მატერიალური  სამყაროს შექმნაზე და ევოლუციაზე, ადამიანის ბუნებასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს და ბევრ სხვა საინტერესო თემას. სწავლის დასრულებისას სტუდენტს გადაეცემა დიპლომი და ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო აკადემიის მიერ ჩატარებულ კონგრესებში და სხვა სასწავლო პროგრამებში.

დაწვრილებით >>

კაბალის დასწრებული სწავლება

კაბალის საერთაშორისო აკადემიის სასწავლო ცენტრები სთავაზობენ ყველა მსურველს მეცნიერება კაბალის  დასწრებულ სწავლებას

დაწვრილებით >>

ონლაინ კურსი „მეცნიერება კაბალის საფუძვლები“

ონლაინ კურსი „მეცნიერება კაბალის საფუძვლები“ სთავაზობს სტუდენტებს ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობას და შედგება სალექციო და სემინარული მეცადინეობებისაგან, რომლებსაც აკადემიის მასწავლებლები ატარებენ.

დაწვრილებით >>

კაბალის დამოუკიდებელი სწავლება 

კაბალის საერთაშორისო აკადემია  გამოსცემს სასწავლო სახელმძღვანელოებს და სხვა წიგნებს მეცნიერება კაბალის დამოუკიდებელი სწავლებისათვის. კაბალის საერთაშორისო აკადემიის მიერ გამოცემული ყველა მასალა კაბალისტების ორიგინალურ ტექსტებზეა დაფუძნებული და აკადემიის ხელმძღვანელის, კაბალისტ მიხაელ ლაიტმანის კომენტერები ახლავს თან.

დაწვრილებით >>

კაბალის საერთაშორისო აკადემიის  მედია არქივი დღეისთვის ლექციების და გადაცემების სახით 10 000–ზე მეტ ვიდეო ჩანაწერს მოიცავს. ხელმისაწვდომია  ამ მასალების აუდიო და ტექსტური ფორმატის გამოყენაბა - მედია არქივი

ვირტუალური გაკვეთილები

კაბალისტი, პროფესორი მიხაელ ლაიტმანი დამწყები მსმენელებისათვის  ყოველ კვირას ატარებს ვირტუალურ გაკვეთილს, რომლის მოსმენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საქართველოს დროით 18.00  საათზე  საიტზე : www.kab.tv

 

სემინარები – მოგზაურობები

კაბალის საერთაშორისო აკადემია სთავაზობს ყველა მსურველს მიიღოს მონაწილეობა სემინარებისა და კაბალისტურ ადგილებზე მოგზაურობების სასწავლო პროგრამაში – „უძველესი სიბრძნის ნაკვალევზე“. სემინარებს ატარებენ  კაბალის საერთაშორისო აკადემიის მასწავლებლები.

დაწვრილებით>>

 
JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

კაბალა, მეცნიერება და სიცოცხლის არსი

კაბალის საერთაშორისო აკადემია

კაბალის ინტერნეტ – ტელევიზია